>
>
Chokhatauri360.ge – პროექტის დასრულების შემდეგ შექმნილი სერვისის შენარჩუნება
სიახლე

Chokhatauri360.ge – პროექტის დასრულების შემდეგ შექმნილი სერვისის შენარჩუნება

22 ნოემბერი 2026
Chokhatauri360.ge-ის პრეზენტაცია, „მწვანე გურია“

ყველა პროექტის დაგეგმვისას ერთი მნიშვნელოვანი კითხვა უნდა დავსვათ: რა დარჩება პროექტის დასრულებისა და დაფინანსების ამოწურვის შემდეგ?

Chokhatauri360.ge ამ კითხვაზე ჩვენი პრაქტიკული პასუხია.

თავდაპირველი დავალება ვებგვერდის ერთი ქვეგვერდის შექმნას ითვალისწინებდა, თუმცა საბოლოოდ შევქმენით დამოუკიდებელი, ორენოვანი ტურისტული პლატფორმა, რომელიც აერთიანებს ათ თემატურ კატეგორიას, ინტერაქტიულ რუკასა და ადგილობრივ ბიზნესებთან განთავსებულ ათ QR სტენდს. პლატფორმისთვის ჩვენივე გუნდმა მოამზადა ყველა ტექსტური მასალა, მათ შორის ადგილობრივი ბიზნესების პროფილები, კულტურული მემკვიდრეობის 16 აღწერა და 30-ზე მეტი სტატია.

2026 წლის ნოემბერში პროექტის „მწვანე გურია“ დასრულების შემდეგ გადავწყვიტეთ, პლატფორმის ფუნქციონირება ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში გაგვეგრძელებინა. მომდევნო ორი წლის განმავლობაში ვგეგმავთ პლატფორმაზე ახალი ბიზნესების დამატებას, არსებული ინფორმაციის კვარტალურ განახლებასა და ადგილობრივი მეწარმეების დაკავშირებას ტუროპერატორებთან, მედიასა და დაინტერესებულ კომპანიებთან.

პლატფორმა დღეს: 10 ტურისტული მარშრუტი · 10 QR სტენდი · 20-ზე მეტი ადგილობრივი ბიზნესი და 50-ზე მეტი სერვისი · კულტურული მემკვიდრეობის 16 ჩანაწერი ორ ენაზე.

შემდეგი ეტაპი: ჩვენი ხედვა პლატფორმის არსებული არეალის გაფართოებასა და ადგილობრივი ტურისტული ეკოსისტემის გაძლიერებას მოიცავს. სამომავლო მიმართულებებია ტურისტული ბილიკის გურიის მეზობელ მუნიციპალიტეტებში გაფართოება, საოჯახო სასტუმროების, მარნებისა და ადგილობრივი მწარმოებლების ციფრული უნარების გაძლიერება, ახალგაზრდა გიდების მომზადება კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით და პლატფორმის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება აუდიომასალების დამატებით.

ვისთან გვსურს თანამშრომლობა? ვეძებთ კომპანიებს, რომლებიც დასავლეთ საქართველოში CSR ინიციატივების განხორციელებით არიან დაინტერესებული, ტურიზმის სფეროში მოქმედ ბრენდებსა და დონორ ორგანიზაციებს, რომელთა პრიორიტეტებიც სოფლის განვითარება, ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა და ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერებაა.

გვჯერა, რომ გრძელვადიანი ცვლილება პარტნიორობით იქმნება. თუ ჩვენი ხედვა თქვენს პრიორიტეტებს ემთხვევა, დაგვიკავშირდით და ერთად განვიხილოთ თანამშრომლობისა და პროექტის განვითარების შესაძლებლობები.

პუბლიკაციის რესურსი (PDF)
PDF

დოკუმენტაციის ჩამოტვირთვა

ჭამოტვირთეთ კვლევის სრული ვერსია თქვენთვის სასურველ ენაზე.
Chokhatauri360.ge – პროექტის დასრულების შემდეგ შექმნილი სერვისის შენარჩუნება - ქართული ვერსია (KA)
Chokhatauri360.ge – პროექტის დასრულების შემდეგ შექმნილი სერვისის შენარჩუნება - English Version (EN)