ერთი ვებგვერდის შექმნის ნაცვლად, შევქმენით ორენოვანი ტურისტული პლატფორმა, რომელიც ადგილობრივ ბიზნესებს, ტურისტულ ობიექტებსა და გამოცდილებებს აერთიანებს. ციფრულ გზამკვლევს ჩოხატაურში განთავსებული ათი საინფორმაციო სტენდი ავსებს.
ტექნიკური ინფორმაცია ენერგოეფექტურობის შესახებ პრაქტიკულ და გასაგებ გზავნილებად ვაქციეთ - ვაჩვენეთ ფოთისა და ხობის ოჯახებს, როგორ შეუძლიათ ენერგიის უფრო გონივრული გამოყენებით ხარჯების შემცირება და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
ენერგეტიკულ ფორუმებზე ხშირად პოლიტიკა, რეგულაციები და პრეზენტაციები დომინირებს. 2025 წლის სამართლიანი გადასვლის ფორუმზე კი თბილისში შევქმენით სივრცე, სადაც ცხრა რეგიონული კამპანიის პარტნიორს საკუთარი საქმიანობისა და შედეგების საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარდგენა შეეძლო.
განხორციელებული პროგრამები და მათი შედეგები
ცხრა რეგიონი ერთ სივრცეში – ენერგოეფექტურობის გამოფენა სამართლიანი გადასვლის ფორუმზე
ენერგეტიკულ ფორუმებზე ხშირად პოლიტიკა, რეგულაციები და პრეზენტაციები დომინირებს. 2025 წლის სამართლიანი გადასვლის ფორუმზე კი თბილისში შევქმენით სივრცე, სადაც ცხრა რეგიონული კამპანიის პარტნიორს საკუთარი საქმიანობისა და შედეგების საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარდგენა შეეძლო.
Chokhatauri360.ge – ერთი ვებგვერდის ქვეგვერდიდან ჩოხატაურის ტურისტულ პლატფორმამდე
ერთი ვებგვერდის შექმნის ნაცვლად, შევქმენით ორენოვანი ტურისტული პლატფორმა, რომელიც ადგილობრივ ბიზნესებს, ტურისტულ ობიექტებსა და გამოცდილებებს აერთიანებს. ციფრულ გზამკვლევს ჩოხატაურში განთავსებული ათი საინფორმაციო სტენდი ავსებს.
ენერგოეფექტურობა, რომელიც ოჯახების ყოველდღიურ ცხოვრებას აუმჯობესებს
ტექნიკური ინფორმაცია ენერგოეფექტურობის შესახებ პრაქტიკულ და გასაგებ გზავნილებად ვაქციეთ - ვაჩვენეთ ფოთისა და ხობის ოჯახებს, როგორ შეუძლიათ ენერგიის უფრო გონივრული გამოყენებით ხარჯების შემცირება და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
ცხრა ადგილობრივი კამპანია, ერთი საერთო მიზანი – ენერგოეფექტურობა გავხადოთ ყველასთვის გასაგები და ხელმისაწვდომი
თბილისიდან ერთი ცენტრალიზებული კამპანიის ნაცვლად, ცხრა ადგილობრივ ორგანიზაციას საკუთარი ენერგოეფექტურობის კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობა მივეცით. ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს მასშტაბით 3 572 ადამიანი უშუალოდ ჩავრთეთ.
ევროპის დღე – ენერგოეფექტურობა, რომელიც მთელი ოჯახისთვის სახალისო გამოცდილებად იქცა
ოთხი ინტერაქციული სტენდი სამ ქალაქში - ენერგოეფექტურობის სახალისო და პრაქტიკული აქტივობები, რომელთა საშუალებითაც ბავშვები და უფროსები სახლში ენერგიის დაზოგვის გზებს ეცნობოდნენ.
14 ჟურნალისტი, 16 მედიამასალა – პირველი მედიამენტორობის პროგრამა სუფთა ენერგიის თემაზე საქართველოში
ენერგეტიკული რეფორმების შესახებ წერა ხშირად რთულია და მედიაში სათანადო ყურადღებასაც ვერ იღებს. ჟურნალისტები ენერგეტიკის ექსპერტებთან დავაკავშირეთ და პრაქტიკული სესიებისა და ინდივიდუალური მენტორობის გზით რთული საკითხები გამოსაქვეყნებელ მედიამასალებად ვაქციეთ.