პროექტის დაფინანსება დასრულდა, თუმცა Chokhatauri360.ge კვლავ ფუნქციონირებს და ვითარდება. პლატფორმის შენარჩუნება და მისი შემდგომი განვითარება UpComRise-ის სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ინიციატივის ნაწილია. აი, რატომ გავაგრძელეთ ეს საქმიანობა საკუთარი რესურსებით.
ჩვენთვის პროექტი მხოლოდ სტრატეგიის შემუშავებით ან კონკრეტული აქტივობების განხორციელებით არ სრულდება. პროცესის ყველა ეტაპზე ერთი გუნდი მუშაობს - საწყისი ანალიზიდან და დაგეგმვიდან განხორციელებამდე, შედეგების შეფასებასა და საბოლოო ანგარიშგებამდე. გაგაცნობთ ჩვენს სამუშაო პრინციპებს და თანამშრომლობის დაწყების პროცესს.
ერთი ვებგვერდის შექმნის ნაცვლად, შევქმენით ორენოვანი ტურისტული პლატფორმა, რომელიც ადგილობრივ ბიზნესებს, ტურისტულ ობიექტებსა და გამოცდილებებს აერთიანებს. ციფრულ გზამკვლევს ჩოხატაურში განთავსებული ათი საინფორმაციო სტენდი ავსებს.
ტექნიკური ინფორმაცია ენერგოეფექტურობის შესახებ პრაქტიკულ და გასაგებ გზავნილებად ვაქციეთ - ვაჩვენეთ ფოთისა და ხობის ოჯახებს, როგორ შეუძლიათ ენერგიის უფრო გონივრული გამოყენებით ხარჯების შემცირება და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
ენერგეტიკულ ფორუმებზე ხშირად პოლიტიკა, რეგულაციები და პრეზენტაციები დომინირებს. 2025 წლის სამართლიანი გადასვლის ფორუმზე კი თბილისში შევქმენით სივრცე, სადაც ცხრა რეგიონული კამპანიის პარტნიორს საკუთარი საქმიანობისა და შედეგების საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარდგენა შეეძლო.
ბოლო პროექტები
გარემოსდაცვითი განათლება, რეგიონული განვითარება და თემების ჩართულობა
120 საგანმანათლებლო საღამო, 35 მწვანე ბანაკი 800-ზე მეტი ახალგაზრდისთვის და გურიის მარკეტინგისა და კომუნიკაციის სტრატეგია.
კლიმატის საკითხებზე საზოგადოებრივი ჩართულობა, მედიის გაძლიერება და საჯარო დიალოგი
100-ზე მეტი ფორუმი, ტრენინგები 20-ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაციისა და 40-ზე მეტი მედიასაშუალებისთვის და საქართველოში პირველი მედიაბანაკი კლიმატის გაშუქებაზე.
ჩვენი კლიენტები
ვმუშაობთ 3 ტიპის ორგანიზაციასთან, 3 განსხვავებული ამოცანით.
კომპანიები და CSR გუნდები
პროგრამების დაგეგმვა, განხორციელება, ზეგავლენის გაზომვა და ანგარიშგების მხარდაჭერა.
საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორები
კომუნიკაცია, საზოგადოების ჩართულობა, მონიტორინგი და შეფასება (MEL) დონორთა სტანდარტებისა და ხილვადობის წესების სრული დაცვით.
თემები და სამოქალაქო სექტორი
ადგილობრივი პარტნიორობები, რომლებიც პროგრამას ადგილზე სიცოცხლისუნარიანს ხდის.
რა ხდება UpComRise-ში