პროექტის დაფინანსება დასრულდა, თუმცა Chokhatauri360.ge კვლავ ფუნქციონირებს და ვითარდება. პლატფორმის შენარჩუნება და მისი შემდგომი განვითარება UpComRise-ის სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ინიციატივის ნაწილია. აი, რატომ გავაგრძელეთ ეს საქმიანობა საკუთარი რესურსებით.
ჩვენთვის პროექტი მხოლოდ სტრატეგიის შემუშავებით ან კონკრეტული აქტივობების განხორციელებით არ სრულდება. პროცესის ყველა ეტაპზე ერთი გუნდი მუშაობს - საწყისი ანალიზიდან და დაგეგმვიდან განხორციელებამდე, შედეგების შეფასებასა და საბოლოო ანგარიშგებამდე. გაგაცნობთ ჩვენს სამუშაო პრინციპებს და თანამშრომლობის დაწყების პროცესს.
ერთი ვებგვერდის შექმნის ნაცვლად, შევქმენით ორენოვანი ტურისტული პლატფორმა, რომელიც ადგილობრივ ბიზნესებს, ტურისტულ ობიექტებსა და გამოცდილებებს აერთიანებს. ციფრულ გზამკვლევს ჩოხატაურში განთავსებული ათი საინფორმაციო სტენდი ავსებს.
ტექნიკური ინფორმაცია ენერგოეფექტურობის შესახებ პრაქტიკულ და გასაგებ გზავნილებად ვაქციეთ - ვაჩვენეთ ფოთისა და ხობის ოჯახებს, როგორ შეუძლიათ ენერგიის უფრო გონივრული გამოყენებით ხარჯების შემცირება და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
ენერგეტიკულ ფორუმებზე ხშირად პოლიტიკა, რეგულაციები და პრეზენტაციები დომინირებს. 2025 წლის სამართლიანი გადასვლის ფორუმზე კი თბილისში შევქმენით სივრცე, სადაც ცხრა რეგიონული კამპანიის პარტნიორს საკუთარი საქმიანობისა და შედეგების საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარდგენა შეეძლო.
ბოლო პროექტები
ცხრა ადგილობრივი კამპანია, ერთი საერთო მიზანი – ენერგოეფექტურობა გავხადოთ ყველასთვის გასაგები და ხელმისაწვდომი
თბილისიდან ერთი ცენტრალიზებული კამპანიის ნაცვლად, ცხრა ადგილობრივ ორგანიზაციას საკუთარი ენერგოეფექტურობის კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობა მივეცით. ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოს მასშტაბით 3 572 ადამიანი უშუალოდ ჩავრთეთ.
ევროპის დღე – ენერგოეფექტურობა, რომელიც მთელი ოჯახისთვის სახალისო გამოცდილებად იქცა
ოთხი ინტერაქციული სტენდი სამ ქალაქში - ენერგოეფექტურობის სახალისო და პრაქტიკული აქტივობები, რომელთა საშუალებითაც ბავშვები და უფროსები სახლში ენერგიის დაზოგვის გზებს ეცნობოდნენ.
14 ჟურნალისტი, 16 მედიამასალა – პირველი მედიამენტორობის პროგრამა სუფთა ენერგიის თემაზე საქართველოში
ენერგეტიკული რეფორმების შესახებ წერა ხშირად რთულია და მედიაში სათანადო ყურადღებასაც ვერ იღებს. ჟურნალისტები ენერგეტიკის ექსპერტებთან დავაკავშირეთ და პრაქტიკული სესიებისა და ინდივიდუალური მენტორობის გზით რთული საკითხები გამოსაქვეყნებელ მედიამასალებად ვაქციეთ.
ჩვენი კლიენტები
ვმუშაობთ 3 ტიპის ორგანიზაციასთან, 3 განსხვავებული ამოცანით.
კომპანიები და CSR გუნდები
პროგრამების დაგეგმვა, განხორციელება, ზეგავლენის გაზომვა და ანგარიშგების მხარდაჭერა.
საერთაშორისო ორგანიზაციები და დონორები
კომუნიკაცია, საზოგადოების ჩართულობა, მონიტორინგი და შეფასება (MEL) დონორთა სტანდარტებისა და ხილვადობის წესების სრული დაცვით.
თემები და სამოქალაქო სექტორი
ადგილობრივი პარტნიორობები, რომლებიც პროგრამას ადგილზე სიცოცხლისუნარიანს ხდის.
რა ხდება UpComRise-ში