მარი კიკვაძე
დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
- სტრატეგიული კომუნიკაციის ასპირანტურის დიპლომი
- King's College London
- დიდი ბრიტანეთი (FCDO-ს სტიპენდია) · საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი · JUST THRIVE-ის აღმასრულებელი პროგრამა სამართლიან გადასვლაზე
- ადამიანის უფლებებსა და ინკლუზიაზე
- რაულ ვალენბერგის ინსტიტუტი (Executive Fellow) · ტრენერთა მომზადების სერტიფიცირებული ტრენერი (Certified Trainer of Trainers)
მარი კიკვაძე სტრატეგიული კომუნიკაციის, საჯარო პოლიტიკის, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობისა და განვითარების პროგრამების ექსპერტია, რომელსაც რვაწლიანი პროფესიული გამოცდილება აქვს საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში. მისი საქმიანობა აერთიანებს სტრატეგიულ დაგეგმვას, პოლიტიკის დიალოგს, ადვოკატირებას, საერთაშორისო განვითარების პროგრამების მართვასა და შედეგების შეფასებას. უმუშავია ევროკავშირის, KfW-ის, დიდი ბრიტანეთის FCDO-ს, USAID-ის, UNDP-ის, WHO-სა და UNECE-ის მხარდაჭერით განხორციელებულ პროგრამებზე.
მის მნიშვნელოვან პროფესიულ მიღწევებს შორისაა საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონზე ეროვნული საკონსულტაციო პროცესის თანახელმძღვანელობა. მისი ჩართულობით განხორციელდა ექვსი ეროვნული საკონსულტაციო ციკლი, რომელთა ფარგლებში მომზადდა 20-ზე მეტი ოფიციალური წერილობითი რეკომენდაცია და მოსაზრება, რომლებმაც კანონპროექტის შინაარსის დახვეწაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. არის ოთხი საკომუნიკაციო და ხილვადობის სტრატეგიის ავტორი, მათ შორის ევროკავშირისა და KfW-ის ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამისა და Horizon 2020-ის I-CISK პროექტისთვის.
ენერგოეფექტურობის მიმართულებით მისი ხელმძღვანელობით დაგეგმილმა და განხორციელებულმა რეგიონულმა საინფორმაციო კამპანიამ ცხრა მუნიციპალიტეტში 670,000-ზე მეტ ადამიანს მიაწვდინა ინფორმაცია, ხოლო 3,572 ადამიანი უშუალოდ ჩართო კამპანიის აქტივობებში. ინიციატივა 120 სკოლას, 42 პარტნიორ ორგანიზაციასა და სხვადასხვა პროფესიულ და საზოგადოებრივ ჯგუფს აერთიანებდა. ასევე, მისი საქმიანობა მოიცავს 95 საგრანტო პროექტის მართვას, დაახლოებით 205,000 ევროს მოცულობის საკომუნიკაციო ბიუჯეტებზე პასუხისმგებლობას და 500-ზე მეტი ღონისძიების ორგანიზებასა და ფასილიტაციას.
ბოლო წლებში მისი ექსპერტიზა გაფართოვდა კლიმატის პოლიტიკის, ჰაერის ხარისხის, ჯანმრთელობის თანასწორობისა და ცირკულარული ეკონომიკის დაფინანსების მიმართულებით. WHO-სთვის დამოუკიდებლად შეიმუშავა საქართველოს ჰაერის ხარისხის სოციალური ჩართულობისა და ჯანმრთელობის თანასწორობის ჩარჩო და პრაქტიკული სახელმძღვანელო, ხოლო UNECE-ის ექსპერტთან თანამშრომლობით თანაავტორობით მოამზადა გენდერული თანასწორობის ჩარჩო და სახელმძღვანელო ჰაერის ხარისხის მართვისთვის. ამჟამად Frankfurt School-თან თანამშრომლობს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ, UNDP-ის ხელმძღვანელობით განხორციელებულ ცირკულარული ეკონომიკის პროგრამაში, როგორც დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობისა და ფასილიტაციის ექსპერტი.
მისი პროფესიული საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება, სამართლიანი გადასვლა, ცირკულარული ეკონომიკა და სოფლის განვითარება. განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გენდერული თანასწორობის, სოციალური ჩართულობისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების ინტეგრირებას პოლიტიკისა და განვითარების პროგრამებში.
UpComRise-ის დაფუძნებამდე მარი კომუნიკაციის, ადვოკატირებისა და საზოგადოების ჩართულობის მიმართულებებს ხელმძღვანელობდა CENN-სა და Westminster Foundation for Democracy-ში (WFD). ასევე, იყო European Democracy Youth Network-ის (EDYN) ვიცე-პრეზიდენტი და International Republican Institute-ის Generation Democracy-ის გლობალური წევრთა საკონსულტაციო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი.