სერვისები

კომუნიკაცია, საზოგადოების ჩართულობა, სწავლება და შეფასება

შვიდი სერვისი, რომლით სარგებლობაც ცალ-ცალკე ან ერთიანი პროგრამის ფარგლებში შეგიძლიათ.

რას ვაკეთებთ

როგორ შეგვიძლია
დაგეხმაროთ

თითოეულ ბარათზე ნახავთ, რა პრობლემას ვხსნით, რას მიიღებთ, რამდენ ხანს გრძელდება მუშაობა და სად გაგვიკეთებია ეს უკვე.
1

სტრატეგიული კომუნიკაცია

თქვენს პროგრამას რეალური შედეგი მოაქვს, მაგრამ ამის შესახებ არ იციან მათ, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია.

კომუნიკაციისა და ხილვადობის სტრატეგიები, მთავარი გზავნილები და სარედაქციო მასალები იმ პროგრამებისთვის, რომელთა თემატიკა ტექნიკური, ან რთულად გასაგებია. ენერგეტიკის სექტორის რეფორმას, შენობების ენერგოეფექტურობას, განახლებად ენერგიას, ჰაერის ხარისხსა და ნარჩენების მართვას გასაგები, მარტივი ენით ვუხსნით ადგილობრივ თემებს, ჟურნალისტებს, მუნიციპალიტეტებსა და დონორებს. ვწერთ სტრატეგიასა და გზავნილებს ქართულ და ინგლისურ ენებზე, ევროკავშირისა და სხვა დონორების ხილვადობის წესების სრული დაცვით.

ვადები: სტრატეგია – 4-8 კვირა; მიმდინარე მხარდაჭერა – ყოველთვიურად.

ჩვენი გამოცდილებიდან: ევროკავშირისა და KfW-ის მიერ დაფინანსებული ენერგეტიკის სექტორის რეფორმის პროგრამის კომუნიკაცია.

რას იღებთ

სტრატეგიას განსაზღვრული სამიზნე აუდიტორიებით, გამოცდილი გზავნილებით, საკომუნიკაციო არხების გეგმითა და სამუშაო კალენდრით, რომლითაც თქვენი გუნდი პირდაპირ იხელმძღვანელებს.

2

CSR დიზაინი და განხორციელება

თემში ინვესტიციას უკვე დებთ. ახლა დირექტორთა საბჭო კითხულობს: რა შეიცვალა?

ვგეგმავთ და ვახორციელებთ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) პროგრამებს: საჭიროებების კვლევა, პროგრამის სტრუქტურა, განხორციელების გეგმა, შედეგების გაზომვის ჩარჩო და წლიური ანგარიში. პროგრამები ეხება კლიმატის, ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, განათლებისა და გენდერის საკითხებს იმ რეგიონებში, სადაც კომპანია ოპერირებს. თუ პროექტებს ადგილობრივი ორგანიზაციები ახორციელებენ, წამახალისებელ სქემასაც თავად ვმართავთ – კონკურსის გამოცხადებიდან და შერჩევიდან მონიტორინგისა და საბოლოო ანგარიშგების ჩათვლით, აუდიტის სტანდარტების სრული დაცვით. ჩვენს გუნდს 95 საგრანტო პროგრამის მართვის გამოცდილება აქვს.

ვადები: CSR Sprint – 6 კვირა, ფიქსირებული ფასი; პროგრამის განხორციელება – 6-24 თვე.

ჩვენი გამოცდილებიდან: Chokhatauri360.ge – ჩვენი საკუთარი CSR პროექტი; ენერგოეფექტურობის რეგიონული კამპანიის ქვეგრანტების სქემა ევროკავშირისა და KfW-ის პროგრამისთვის.

რას იღებთ

კონკრეტულ, ბრენდირებულ პროგრამას გაწერილი მიზნებით, ბიუჯეტით, კალენდრით, შედეგების გაზომვის ჩარჩოთი და ზეგავლენის წლიური ანგარიშით.

3

დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და პოლიტიკის დიალოგი

თქვენი პროექტი ეხება ადგილობრივ თემებს, მუნიციპალიტეტებსა და სამოქალაქო სექტორს. გჭირდებათ პროცესი, რომელშიც ისინი რეალურად ჩაერთვებიან - და ჩანაწერი, რომელიც ამას დაადასტურებს.

კონსულტაციები, ფასილიტაცია და პოლიტიკის დიალოგი – როგორც სოფლებში, ისე ეროვნული კანონმდებლობის განხილვისას. ჩვენი გუნდის თანახელმძღვანელობით ჩატარდა ექვსი ეროვნული საკონსულტაციო ციკლი საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონზე; კონსულტაციების ჩატარების გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის მრავალეთნიკურ მუნიციპალიტეტებში.

ვადები: კონსულტაცია ან პანელური დისკუსია – 2-6 კვირა; ეროვნული პროცესი – 3-12 თვე.

ჩვენი გამოცდილებიდან: პანელი „თემის ძალა“ სამართლიანი გადასვლის ფორუმზე.

რას იღებთ

დაინტერესებულ მხარეთა რუკას, დოკუმენტირებულ საკონსულტაციო პროცესს და წერილობით ანგარიშს იმის შესახებ, რა საკითხი წამოჭრა თითოეულმა მონაწილემ და რა პასუხი გაეცა მას.

4

კამპანიების დიზაინი და მართვა

გჭირდებათ, რომ ადამიანებმა ქცევა შეცვალონ. მხოლოდ ინფორმაციის მიწოდება ამისთვის იშვიათად კმარა.

მტკიცებულებებზე დაფუძნებული ცნობიერების ამაღლებისა და ქცევის ცვლილების კამპანიები. კამპანიებმა, რომლებსაც ჩვენი გუნდი ხელმძღვანელობდა, მთელ საქართველოში სამ მილიონზე მეტი ადამიანი მოიცვა. ვმართავთ სრულ ციკლს: სტრატეგიას, კრეატიულ კონცეფციას, მასალების წარმოებას, რეგიონულ და ციფრულ კამპანიებს, მედიასთან ურთიერთობასა და შეფასებას. რეგიონულ კამპანიებს მცირე გრანტების საშუალებით ადგილობრივი ორგანიზაციები ახორციელებენ – რათა გზავნილი მოსახლეობამ იმ ადამიანებისგან მოისმინოს, ვისაც უკვე ენდობა.

ვადები: როგორც წესი, 3–6 თვე.

ჩვენი გამოცდილებიდან: კამპანია ცხრა რეგიონში – 3 572 მონაწილე.

რას იღებთ

კამპანიას კონკრეტული ქცევითი მიზნით, აუდიტორიაზე მორგებულ კრეატივს, განხორციელებას და შეფასებას, სადაც აუდიტორიის მოცვა და რეალური ქცევითი ცვლილება ერთმანეთისგან გამიჯნულად ფასდება.

5

კვლევა, მონიტორინგი და შეფასება (MEL)

გჭირდებათ დამფინანსებელს აჩვენოთ, რას მიაღწია პროგრამამ - ან გაარკვიოთ, რატომ არ მუშაობს ის სათანადოდ.

მონიტორინგის, შეფასებისა და სწავლის (MEL) ჩარჩოები, საბაზისო და საბოლოო კვლევები, თემატური ანალიზი და დასკვნითი შეფასებები – ევროკავშირის, FCDO-სა და OECD-DAC-ის სტანდარტების შესაბამისად. თითოეულ მიგნებას მტკიცებულების სანდოობის ხარისხის მიხედვით ვაფასებთ. გენდერული და ადამიანის უფლებების ანალიზი ჩვენი მეთოდოლოგიის განუყოფელი ნაწილია. თუ რომელიმე მონაცემის შეგროვებამ შესაძლოა მონაწილეს საფრთხე შეუქმნას, ასეთ ინფორმაციას არ ვაგროვებთ და მიზეზს ანგარიშში განვმარტავთ.

ვადები: MEL ჩარჩოს შემუშავება – 3–6 კვირა; საბოლოო შეფასება – 8–12 კვირა.

ჩვენი გამოცდილებიდან: კამპანიის შემდგომი გამოკითხვა – 150 ახალგაზრდა საქართველოს ცხრა რეგიონში.

რას იღებთ

MEL ჩარჩოს მკაფიო ინდიკატორებითა და ანგარიშგების გრაფიკით, ან შეფასების ანგარიშს კონკრეტული მიგნებებითა და პრაქტიკული რეკომენდაციებით.

6

განათლება, ტრენინგები და სასწავლო პროგრამების დიზაინი

თქვენს გუნდს ან პარტნიორებს სჭირდებათ უნარები, რომლებსაც მომავალ წელსაც გამოიყენებენ.

ვქმნით სრულფასოვან სასწავლო პროგრამებს: სასწავლო გეგმებს, მოდულებს, ტრენერების სახელმძღვანელოებს, მონაწილეთა მასალებსა და შეფასების სისტემას. სასწავლო ციკლები, რომლებსაც ჩვენი გუნდი უძღვებოდა, 800-ზე მეტმა ახალგაზრდამ გაიარა; ასევე ვქმნით პროგრამებს მასწავლებლების, ჟურნალისტების, სამოქალაქო სექტორის, მუნიციპალური და კორპორაციული გუნდებისთვის. მოდულები მოიცავს კლიმატისა და ენერგეტიკის, ფინანსური ცნობიერების, გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკის, მწვანე მეწარმეობის, ადვოკატირების, გენდერული თანასწორობისა და სოციალური ინკლუზიის (GESI), ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის (HRBA), ციფრული და ხელოვნური ინტელექტის (AI) უნარების მიმართულებებს.

ვადები: კურსი – 4-8 კვირა; სასწავლო ციკლი – 3-12 თვე.

ჩვენი გამოცდილებიდან: ხელოვნური ინტელექტი (AI) მასწავლებლებისთვის – 25 მონაწილე; მედიამენტორობა – 14 ჟურნალისტი.

რას იღებთ

სასწავლო გეგმას, ტრენერების სახელმძღვანელოებს, მასალებს ქართულ და ინგლისურ ენებზე და თქვენი მიზნების მიხედვით შეფასებულ მონაწილეთა ჯგუფს.

7

ციფრული და კრეატიული წარმოება

გჭირდებათ ისეთი პროდუქტი, რომელსაც ადამიანები რეალურად გამოიყენებენ: პლატფორმა, თამაში, გამოფენა თუ ვიდეო.

ვიკვლევთ, ვწერთ, ვაპროექტებთ და ვქმნით იმას, რაც პროგრამის დასრულების შემდეგ რჩება: ორენოვან პლატფორმებს, QR მარშრუტებს, საგანმანათლებლო თამაშებს, გამოფენებს, ფესტივალებს, ანიმაციასა და ვიდეოს, ბეჭდურ და საინსტალაციო მასალებს. ყველაფერს შინაარსით ვიწყებთ. თუ პროდუქტს გაშვების შემდეგ მოვლა და განახლება სჭირდება, ამ საქმეშიც ვრჩებით.

ვადები: გამოფენა ან ღონისძიება – 4-8 კვირა; პლატფორმა – 3-6 თვე.

ჩვენი გამოცდილებიდან: Chokhatauri360.ge; ევროპის დღის სტენდები სამ ქალაქში; ენერგოეფექტურობის ანიმაცია.

რას იღებთ

დასრულებულ, მოქმედ პროდუქტს (ციფრულს ან ფიზიკურს) თავისი შინაარსით, დიზაინის ფაილებითა და მოვლის გეგმით.

ვისთან ვმუშაობთ

პარტნიორები, რომლებთანაც ვმუშაობთ

კორპორაციები და CSR გუნდები

ბანკები, ენერგეტიკული და სხვა კომპანიები, რომელთა CSR ვალდებულებები უნდა დაიგეგმოს, განხორციელდეს და შედეგით დადასტურდეს და არა მხოლოდ ანგარიშში აისახოს.

საერთაშორისო დონორები

დონორის მიერ დაფინანსებული პროგრამები, რომლებსაც სჭირდებათ სტრატეგიული კომუნიკაცია, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა და MEL, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

არასამთავრობოები და სამოქალაქო საზოგადოება

ორგანიზაციები, რომლებსაც სჭირდებათ რთული პოლიტიკის ან განვითარებითი საქმიანობის თარგმნა კამპანიებად, რომლებიც ადამიანებს ამოძრავებს და გადაწყვეტილებებზე ახდენს გავლენას.

მზად ხართ თქვენი პროგრამის განსახილველად?

CSR პროგრამას ქმნით, თემის ჩართულობას გეგმავთ თუ გჭირდებათ საკომუნიკაციო სტრატეგია დადასტურებული შედეგებით - გვითხარით, რაზე მუშაობთ. ვპასუხობთ 48 საათში.

დაიწყე საუბარი

სერვისები